პროექტი
კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის - ფაზა 2
მიმოხილვა
გერმანიის მთავრობის მხრიდან 1,582,278 აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას საქართველოში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას და დაუცველი ჯგუფების ხელშეწყობას.
მისი განხორციელება ეყრდნობა წინა ეტაპის წარმატებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრამდე მიმდინარეობდა. პროექტის მეორე ფაზა მიზნად ისახავს ამ ძალისხმევის გაძლიერებასა და თანასწორი და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას.
რას ვაკეთებთ
საქართველოში გერმანიის საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციით, პროექტი ორი გრძელვადიანი მიზნით ხელმძღვანელობს:
- მიზანი 1: სამართლიანი, ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში.
- მიზანი 2: უკრაინელი ლტოლვილებისა და სხვა პირების ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა, რომელთაც თავი დააღწიეს დევნას, ძალადობასა თუ კონფლიქტს.
ამ მიზნების მისაღწევად, UNDP ახორციელებს მრავალმხრივ საქმიანობას საჯარო და სამოქალაქო სექტორების ჩართულობით. ჩვენ ვთანამშრომლობთ იურისტებთან, მედიატორებთან, მოსამართლეებთან, ადგილობრივი მეწარმეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებთან.
ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს დაუცველი ჯგუფების ხელშეწყობას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სოფლად მცხოვრების ქალების, უმცირესობათა წარმომადგენლებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანით გამოწვეული საფრთხის წინაშე მყოფი მოსახლეობის.
გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს უკრაინელი ლტოლვილების ინტეგრაციას, მათთვის განკუთვნილ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი ეკონომიკური თუ სოციალური შესაძლებლობების შექმნას.
ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ პარტნიორებსა და მოსარგებლეებს გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილების მისაღწევად.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
ლადო კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირები
ლევან ასათიანი
პროექტის მენეჯერი
levan.asatiani@undp.org
გიგი ბრეგაძე
დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org