ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საგრანტო კონკურსს აცხადებენ
განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
18 მარტი 2025

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსი განხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ENPARD-4: სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“.
საგრანტო კონკურსის მიზნები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული საჭიროებების საპასუხოდ, საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის შერჩევა განახლებადი ენერგიის სათემო პროექტის განხორციელებისა და შემდეგი აქტივობების შესრულებისთვის:
- მზის პანელების შეძენა და მონტაჟი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე.
- განახლებადი ენერგიის პროექტის შემუშავება და განხორციელება სასოფლო შინამეურნეობებისა და/ან კერძო სექტორისთვის.
- ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისა და კერძო სექტორისთვის განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ვისთვისაა განკუთვნილი საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- იყოს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ან არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). საგრანტო კონკურსი არაა განკუთვნილი რელიგიური, პოლიტიკური, სამთავრობო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის.
- რეგისტრირებული იყოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საგრანტო განაცხადთან ერთად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის მოწმობა და წესდება.
- ჰქონდეს სოფლად განვითარების პროექტების განხორციელების უნარები და გამოცდილება.
- ჰქონდეს დადასტურებული გამოცდილება და შესაძლებლობები განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვისა და ადგილობრივი თემების ხელშეწყობის მომართულებით.
განაცხადის წარდგენა
განაცხადის უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ორ მისამართზე: nodar.kereselidze@undp.org და liliana.gureshidze@undp.org.
ელ. ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ: CoP Application – Renewable Energy Community in Lagodekhi Municipality.
შევსებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული), ისე Word ფორმატებში.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ დოკუმენტებში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 2 აპრილი, 18:00 საათი.
საკონსულტაციო შეხვედრა
განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ზუმის საშუალებით: 2025 წლის 21 მარტს, 12:00 საათზე: https://undp.zoom.us/j/88606538760.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლილიანა გურეშიძე liliana.gureshidze@undp.org