ბიომასის წარმოება და გამოყენება საქართველოში

ბიომასის წარმოება და გამოყენება საქართველოში

ბიომასის წარმოებისა და გამოყენების მხარადჭერა მუნიციპალურ სექტორში

ადგილობრივად წარმოებული ბიომასის ბრიკეტები. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი მექანიზმი (GEF) ხელს უწყობენ განახლებადი ენერგიის ადგილობრივი რესურსების მოძიებასა და გამოყენებას საქართველოში. 

რას ვაკეთებთ

ჩვენი მიზანია წიაღისეული საწვავიდან ბიომასაზე გადასვლის ხელშეწყობა მუნიციპალური მომსახურების სექტორში და ბიომასის ადგილობრივი წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერა. ბიომასის წარმოება და გამოყენება ხორციელედება საინვესტიციო გრანტების მეშვეობით, რომელთა მიზანია ადგილობრივი ბაზრის სტიმულირება. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინფორმაციო კამპანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

შედეგები

  • ბიომასის საპილოტე საწარმოების შექმნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. 
  • ბიო საწვავზე მომუშავე 10 გამათბობელი სისტემის გახსნა თბილისში.
  • კერძო სექტორის დაინტერესების გაზრდა ბიოსაწვავის ადგილობრივ წარმოებაში. 
  • საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ბიოსაწვავის გამოყენების უპირატესობების შესახებ. 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი 
nino.antadze@undp.org

სტატუსი დასრულებული
დაწყების თარიღი ივნისი 2013
დასრულების თარიღი დეკემბერი 2016
საქმიანობის სფერო გარემოს დაცვა და ენერგეტიკა
პარტნიორები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისრო. თბილისის მუნიციპალიტეტი 
დონორი გლობალური გარემოსდაცვითი მექანიზმი (GEF)
ბიუჯეტი USD 1,080,000