პროექტი

მშვიდობისა და განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობა ხელს უწყობს მშვიდობისა და განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში. 

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოქმედი გაეროს სააგენტოების მხარდაჭერას მიუკერძოებელი პოლიტიკური ანალიზის, კონფლიქტის პრევენციისა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების საკითხებში. მისი მიზანია მშვიდობისა და განვითარების დღის წესრიგის სათანადო გათვალისწინება და ინტეგრირება გაეროს სააგენტოების საქმიანობაში. 

პროგრამის გუნდი აერთიანებს რეგიონულ მრჩეველს მშვიდობისა და განვითარების საკითხებში და სამ ეროვნულ მრჩეველს, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მუშაობენ. 

რას ვაკეთებთ

მშვიდობისა და განვითარების პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა შემდეგ ძირითად სფეროებს მოიცავს:

  • რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა: აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოქმედი გაეროს სააგენტოების გაძლიერება კრიზისებისათვის მზაობისა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის.
  • ინფორმირებული პოლიტიკური ანალიზი: გაეროს მუდმივ კოორდინატორებისა და გაეროს სააგენტოების სტრატეგიული მხარდაჭერა მშვიდობისა და განვითარების საკითხებში. მიუკერძოებელი პოლიტიკური ანალიზის წარმოება გაეროს ერთიანი პოზიციისა და გადაწყვეტების შემუშავებისთვის.
  • კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაზრდა: გაეროს სააგენტოების კრიზისზე რეაგირებისა და მზაობის გეგმების შექმნა და განახლება. გაეროს თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების გაზრდა კონფლიქტით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების საკითხებში.
  • ქვე-რეგიონული ინიციატივების განხორციელება: ახალი შესაძლებლობების მოძიება ქვე-რეგიონული პროექტების განხორციელებისთვის. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების ჩართულობისა და რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა.  საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერის მობილიზება ინოვაციური სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის. 

მეტი ინფორმაცია მშვიდობისა და განვითარების პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია გაეროს პოლიტიკისა და მშვიდობის მშენებლობის დეპარტამენტის ვებგვერდზე(link is external).  

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

რ. ერისთავის ქუჩა, 9
თბილისი 0179  საქართველო

საკონტაქტო პირი

ოლეჰ პროციკი
რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში
oleh.protsyk@one.un.org

Impact

START DATE

January 2024

END DATE

December 2028

STATUS

მიმდინარე

PROJECT OFFICE

Crisis Bureau

IMPLEMENTING PARTNER

UNDP

DONORS

DEPT OF FOR AFF & INTL TRADE GOV CANADA

Dept of Forgn Afrs Trade & Dev

Foreign,Commonwealth & Dev.Off.

GOVERNMENT OF GERMANY

GOVERNMENT OF NETHERLANDS

NORWEGIAN AGENCY FOR DEVELOPMENT COOPERATION

SWEDISH INTERNATIONAL DEVELOPMENT COOPERATION (SIDA)

SWISS AGY FOR DEVELOPMENT & COOPERATION

TOTAL CONTRIBUTIONS

$32,169,721

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2023$0

2024$20,439,575

2025$2,674,582

Full Project information(link is external)

Explore more

Active filters: