კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა. 2019
კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა. 2019
9 March 2020
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საჯარო სამსახურში ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზის შესწავლას კარიერის დაწყებიდან მიღწეულ პოზიციამდე და იმ განსხვავებების გამომჟღავნებას, რომელიც საჯარო სამსახურებში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.
საჯარო სამსახურის ბიუროს დახმარებით რაოდენობრივ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი). შეგროვებული რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია 3 თეორიული მიმართულების მიხედვით განხორციელდა.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
- 71% - მიიჩნევს, რომ კარიერულ გზაზე კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას;
- კარიერულ გზაზე მამაკაცთა უპირატესობა მიღებუ-ლია იმ ფონზე, როდესაც რესპოდენტთა 70% მიიჩნევს, რომ ქალები უფრო მეტად ფლობენ კარიერული წარმატების შესახებ თეორიულ ცოდნას.
- მეოთხე რანგის საჯარო მოხელეების 81% აღნიშ-ნავს, რომ კარიერულ გზაზე კაცები უფრო სწრა-ფად აღწევენ წარმატებას. ეს მაჩვენებელი რანგების ზრდასთან ერთად ეტაპობრივად იკლებს და პირ-ველი რანგისათვის შეადგენს 59%-ს.
- მხოლოდ 6% მიიჩნევს რომ, საჯარო სამსახურში კარიერის განვითარების სიტემა ძალიან ეფექტურია, ხოლო 26% - რომ ეფექტურია.
- განათლების სხვადასხვა საფეხურზე ქალები უკეთეს აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ, მაგრამ რო-გორც კი ხვდებიან საჯარო სამსახურში, ხდება მათი „შეჩერება“.
- ქალების წარმატებისკენ სვლა მათი აკადემიური მაჩვენებლების პირდაპირპროპორციული არ არის.
- რადგან ქალები უფრო მომთმენნი არიან, ნაკლებად აღწევენ კარიერულ წარმატებას და ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას.
- თუ ქალი მომთმენი არ არის და კრიტიკულია, ესეც ხელს უშლის წარმატების მიღწევაში.
კვლევა ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.