კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებისადმი თემების მედეგობის გაძლიერება
მიმოხილვა
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს 7-წლიანი ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილს, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.
პროექტის მიზანია თემების მდგრადობის გაუმჯობესება თემზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემის და რისკის შემცირების პრიორიტეტული ქმედებების განხორციელების გზით.
რას ვაკეთებთ
პროექტი ემსახურება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ ინფორმაციული დანაკლისის შევსებასა და თემზე დაფუძნებული კლიმატის რისკის მართვის/კლიმატის ცვლილების ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას შემდეგი აქტივობების მეშვეობით:
- 20 მოწყვლადი თემის ჩართვა თემზე დაფუძნებული კლიმატის რისკის მართვის პროცესებში (იმ 60 სამიზნე თემის გარდა, რომლებიც ერთიანი პროგრამით არის გათვალისწინებული);
- მაღალი რისკის ზონებში ორი სტრუქტურული რისკის შემცირების ღონისძიების იდენტიფიცირება, შემუშავება და განხორციელება (იმ 13 სტრუქტურული ღონისძიების გარდა, რომლებიც ერთიანი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება);
- 20 სამიზნე მოწყვლადი თემის ცნობიერების ამაღლება (იმ 60 სამიზნე თემის გარდა, რომლებიც ერთიანი პროგრამით არის გათვალისწინებული).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
კოკა კლდიაშვილის ქუჩა 2
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
თორნიკე ფულარიანი
პროექტის მენეჯერი
tornike.phulariani@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფორმაცია