მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა, რომელიც მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას.
ინიციატივა მიმართული იქნება იმ მთავარი ბარიერების დაძლევაზე, რომლებიც ხელს უშლიან მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის (MHEWS) შექმნას და ასევე მოიცავს კლიმატის რისკის მართვის ყველა სხვა ასპექტს, რომელიც ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის (MHEWS) მხარდასაჭერადაა აუცილებელი.
პროექტის საშუალებით საქართველო მიაღწევს ძირეულ ცვლილებას კლიმატის რისკის შემცირებასა და მართვაში ინტეგრირებული, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების (MHEWS) სისტემის განვითარების მეშვეობით. შემოღებული იქნება საფრთხის, რისკისა და მოწყვლადობის რუკების შედგენისა და შეფასების სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდები და ტექნოლოგიები და უზრუნველყოფილი იქნება კლიმატის რისკის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება, რათა შესაძლებელი გახდეს რისკის შემცირების პოლიტიკის გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეიქმნება გრძელვადიანი ინსტიტუციური და საზოგადოებრივი უნარები და შესაძლებლობები კლიმატის რისკის შემცირების სფეროში, კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა და მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემაში (MHEWS). პროექტის მიზანია სისტემურად შეცვალოს კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა საქართველოში რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზის 1.7 მილიონიან (40 პროცენტი) მოსახლეობას დაიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან.
რას ვაკეთებთ
პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა მოიცავს:
- ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობის შესყიდვას, მონტაჟს და ექსპლუატაციას;
- გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასებისა და ინსტრუმენტების იდენტიფიცირებას და გამოყენებას;
- მრავლობითი კატასტროფების რისკების მონაცემთა ბაზის მართვას, რომელიც ახდენს ინფორმაციის მართვის ცენტრალიზებას, მონაცემთა შესაბამისი პროტოკოლების გამოყენებით და მონაცემთა ხელმისაწვდომი პორტალით;
- ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის;
- ფერმერებისთვის/სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის შესაბამისი კლიმატის შესახებ საინფორმაციო პროდუქტებისა და რჩევების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების უზრუნველყოფას;
- მრავლობითი საფრთხეების მართვის (MHRM) საპასუხო სისტემის შექმნას, აუზის დონეზე მრავლობითი საფრთხეების მართვის გეგმებისა და მუნიციპალურ დონეზე მრავლობით საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გეგმების ჩათვლით;
- თემზე დაფუძნებული ადაპტაციის დაგეგმვას, რომელიც განხორციელდება თემზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სქემებისა და კლიმატის რისკის მართვის მეშვეობით;
- საზოგადოების ინფორმირებას და შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეფექტურად მიეწოდოს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ;
- 13 წარდგენილი ინიციატივიდან შერჩეული პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში, ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რისკის შემცირების ინტერვენცია დაიგეგმა.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
კოკა კლდიაშვილის ქ. 2
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ქეთევან სხირელი
პროექტის მენეჯერი
ketevan.skhireli@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფრომაცია