პროექტი
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში - ფაზა 2
მიმოხილვა
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) 1,450,000 აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეებით გამოწვეული რისკების მართვის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნაში.
პროექტის მეორე ეტაპი ხორციელდება კლიმატური პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის, (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
მიმდინარე ფაზა ეფუძნება პროექტის პირველი ეტაპის შედეგებსა და გამოცდილებას და მიზნად ისახავს რისკების მართვის ეროვნული და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია მდგრად, ინკლუზიურ და გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.
რას ვაკეთებთ
ჩვენ ვთანამშრომლობთ ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა შევამციროთ კლიმატური რისკები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დავიცვათ თემები, საარსებო წყაროები და ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფები, ქალები და რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობა..
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ეროვნული და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება რისკებზე დაფუძნებული დაგეგმარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული კლიმატისადმი ადაპტაციის ღონისძიებების მდგრადობის უზრუნველყოფა.
- თემების, საარსებო წყაროებისა და ინფრასტრუქტურის კლიმატური საფრთხეების მიმართ მოწყვლადობისა და რისკების შემცირება.
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ინკლუზიური მიდგომების დანერგვა კატასტროფების რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროცესში.
მოსალოდნელი შედეგები
- დეტალური ინფორმაცია მეწყრული საფრთხეების შესახებ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისთვის: ვანი, ბაღდათი და ქობულეთი.
- თოვლის ზვავების პროგნოზირების გაუმჯობესებული სისტემა, რომელიც დროულ და ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის რისკის ქვეშ მყოფ თემებს.
- სამართლებრივი და საკანონმდებლო ჩარჩოების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი დაგეგმარებას.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
კოკა კლდიაშვილის ქ. 2
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
სალომე ლომაძე
პროექტის მენეჯერი
salome.lomadze@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი
Nino.antadze@undp.org