პროექტი

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა(link is external), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF)(link is external), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ფართომასშტაბიან შვიდწლიან პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ინიციატივა, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მიმდინარეობს ოთხი ურთიერთდაკავშირებული პროექტის ფარგლებში:

საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება, ქვეყნის მასშტაბით მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და რისკის შესახებ ინფორმაციის შექმნა ადგილობრივ დონეზე რისკის შემამცირებელი ქმედებების განხორციელების მეშვეობით. 

რას ვაკეთებთ

ჩვენი პარტნიორები არიან  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო(link is external), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი(link is external), გარემოს ეროვნული სააგენტო(link is external), შინაგან საქმეთა სამინისტრო(link is external), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური(link is external) და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო(link is external). პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ:

  • ვიყენებთ მრავლობითი საფრთხეების რუკების შედგენისა და რისკების შეფასების ერთიან მეთოდებსა  და ინსტრუმენტებს, რომლებიც შემუშავდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული ინტერვენციებისა და მოწყვლადობის ერთიანი შეფასების შედეგად; განვახორციელებთ მონიტორინგს, რომელიც დამყარებული იქნება რიონის პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროტოტიპზე. პროექტის შედეგად მოხდება ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება და იგი ასევე ხელს შეუწყობს მრავლობითი საფრთხეების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ეროვნულ ელექტრონულ ბიბლიოთეკას, მონაცემთა ბაზებს, საინფორმაციო სისტემებსა და ცოდნის პორტალს. შესაძლებელს გავხდით ადგილობრივი დონის საფრთხეების დეტალური რუკების შედგენასა და რისკისა და მოწყვლადობის შეფასებას.
  • ვიმუშავებთ ეროვნულ კოორდინაციასა და ინსტიტუციურ სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე და ეფექტური ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) შექმნაზე. გაძლიერდება იმ გადაწყვეტილების მიმღებებისა და ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობები, რომლებიც ჩართულები არიან გაფრთხილებებისა და სხვა კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გენერირებაში, გადამუშავებაში, კომუნიკაციასა და გამოყენებაში. შემუშავდება და განხორციელდება ეროვნული და ადგილობრივი ინტეგრირებული ადრეული შეტყობინების სისტემები საფრთხეებისა და სექტორების მიხედვით.
  • უზრუნველვყოფთ ადრეული გაფრთხილებებისა და კლიმატის შესახებ ცნობების მომხმარებლებისთვის მიწოდებასა და გამოყენებას. გაუმჯობესდება თემთა შესაძლებლობები ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) ინფორმაციისა და პროდუქტების ეფექტურ გამოყენებაში და კლიმატთან დაკავშირებულ კატასტროფებზე რეაგირებაში ინფრასტრუქტურული და არაინფრასტრუქტურული მდგრადობის ზომების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებით. გარდა ამისა, განხორციელდება პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე, რომლებიც მიმართულია ყველაზე მოწყვლად თემებში რისკების შესამცირებლად, რისთვისაც შეიქმნება ადრეული შეტყობინების სისტემა (EWS).

შედეგები

  • 2021 წელს საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF(link is external)) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.
  • ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით. საქართველოში უკვე არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონიტორინგის სადგურებს დაემატა 79 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რის შედეგადაც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სიზუსტე. პროგრამის დასრულებამდე დამატებით დაგეგმილია 77 სადგურის დამონტაჟება.
  • სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური.
  • 11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები.
  • მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი და მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. UNDP-ის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა აღნიშნული საფრთხეების რუკები დასავლეთ საქართველოს 7 მთავარი მდინარის აუზისთვის (კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი). მიმდინარეობს ამ მდინარეებზე რისკების შეფასება შესაბამისი მეთოდოლოგიით, რაც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მორგებულია საქართველოს კონტექსტს.
  • მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის  შემუშავება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და მოსახლეობას მიეწოდებოდეს ზუსტი და სანდო ინფორმაცია არსებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. ამ ეტაპზე, სისტემა ტესტირების რეჟიმშია. მისი დანერგვა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.
  • გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნის პროცესშია წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა, რომლის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს.  
  • შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 6 მუნიციპალიტეტისთვის (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი). გრძელდება აღნიშნული გეგმების მომზადება თბილისის, აბაშის, სენაკის, სამტრედიისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის.
  • საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება  ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას.
  • კლიმატური საფრთხეების რუკებზე და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სათემო ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა. პროგრამა ითვალისწინებს 100 თემის გამოვლენას. ამ ეტაპზე გამოვლენილია 15 მოწყვლადი თემი სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზებში, სადაც დაგეგმილია რისკის მართვის გეგმების შემუშავება და პრიორიტეტული ღონისძიების გატარება. მათ შორის სირენების შეძენა და დამონტაჟება, არა-სტრუქტურული ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება (მაგ: აგროსატყეო ღონისძიებები, ჭალის ტყეების განაშენიანება, კალაპოტების გაწმენდა, ა.შ.). მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.
  • მთლიანი ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 7 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
  • მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და  განვითარება. სხვადასხვა უწყების შესაბამისი დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხორციელდება ტრენინგების ციკლი პროგნოზირებაში, საფრთხეების შეფასებაში, მოდელირებასა და სხვა საკითხებში.
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრთან ერთად, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 11 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში . ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიარა 4,000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 150-ზე მეტი ახლაგაზრდა ჩაერთო მწვანე ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“.
  • "მწვანე სტიპენდია" მიიღო 96-მა სტუდენტმა საქართველოს რვა უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სწავლა ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის, გარემოს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესწავლა სამაგისტრო პროგრამებზე განაგრძეს.
  • გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სათემო ფორუმები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდა მწვანე სტიპენდიების პროგრამა გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაციისთვის, იმართება ყოველწლიური კონკურსები მედიისთვის, სათემო ორგანიზაციებისა და სკოლებისთვის. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

კოკა კლდიაშვილის ქუჩა 2
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ქეთევან სხირელი
GCF პროექტის მენეჯერი
ketevan.skhieli@undp.org

სალომე ლომაძე
SDC პროექტის მენეჯერი
salome.lomadze@undp.org

თორნიკე ფულარიანი
SIDA პროექტის მენეჯერი
tornike.phulariani@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

 

პროგრამის ინტერაქტიული რუკა 

Impact

START DATE

December 2018

END DATE

October 2024

STATUS

დასრულებული

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GOVERNMENT

DONORS

GREEN CLIMATE FUND

SWISS AGY FOR DEVELOPMENT & COOPERATION

TOTAL CONTRIBUTIONS

$31,042,967

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2018$27

2019$1,090,759

2020$1,411,991

2021$5,328,064

2022$5,265,307

2023$3,199,660

2024$4,031,520

2025$124,051

Full Project information(link is external)

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: