Firefighters putting out fire. Simulation exercise

პროექტი

დაცული ტერიტორიების კატასტროფების რისკის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება დუშეთის მუნიციპალიტეტში

მიმოხილვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიები, არაგვის დაცული ლანდშაფტი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, რომლებიც 50,000 ჰექტრამდე ტერირიტორიაზეა გადაშლილი და უნიკალური ბიომვრავალფეროვნებითა და კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა, გახშირებული ტყის ხანძრების საფრთხის წინაშე დგას. ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება დუშეთის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი თემებისა და ტყის ეკოსისტემების მედეგობის გაძლიერებაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ. 

რას ვაკეთებთ

დუშეთის მუნიციპალიტეტთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან,(link is external) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან(link is external) მჭიდრო თანამშრომლობით, ინიციატივა მიზნად ისახავს არაგვის დაცულ ლანდშაფტსა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში კატასტროფების რისკის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლისა და ტყის ხანძრების პრევენციისა და მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

შედეგები

  • არაგვის დაცული ლანდშაფტის, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტყის ხანძრის პრევენციისა და მართვის სასწავლო პროგრამა გაიარეს.
  • არაგვის დაცულ ლანდშაფტსა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს ხანძარსაწინააღმდეგო და პირველადი დახმარების აღჭურვილობა და პორტატული წყლის ავზები, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცათ.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები

სალომე ლომაძე
პროექტის კოორდინატორი
salome.lomadze@undp.org 

ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი  
nino.antadze@undp.org 

პროექტის შესახებ

სტატუსიდასრულებული
დაწყების თარიღისექტემბერი  2023
დასრულების თარიღიაგვისტო 2024
საქმიანობის სფეროგარემოს დაცვა & ენერგეტიკა
პარტნიორებიდუშეთის მუნიციპალიტეტი. დაცული ტერიტორიების სააგენტო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ეროვნული სატყეო სააგენტო
დონორიჩეხეთის მთავრობა
ბიუჯეტიEUR€ 100,000

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: