Youth games in the Kachreti Community College

უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით

მიმოხილვა

პროექტი „უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“ ხელს უწყობს უწყვეტი პროფესიული განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოს ექვს სამიზნე რეგიონში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი. 

პროექტის მიზანია ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება შესაბამისი მოდელებისა და მიდგომების ინსტიტუციონალიზაციისა და დანერგვის გზით. პროექტი ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ახალ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც საქართველოს პროფესიული საგანმანათლებო სისტემისა და შრომის ბაზრის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, კერძო სექტორთან (სტუმარ-მასპინძლობის და ჯანდაცვის სფეროები, პერსონალური სერვისები და სხვა სექტორები) და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (სკოლები, კოლეჯები და ტრენინგ ცენტრები) თანამშრომლობით.

პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ და საქართველოს უნარების სააგენტო.

რას ვაკეთებთ

  • საშუალო სკოლების ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ინტეგრირებული პროფესიული განათლების/მომზადების მიწოდება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არსებობს პროფესიული განათლება.
  • დაწევის და დაჩქარების  კურსების (catch-up courses) შექმნა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათთვის, ვინც განათლების და დასაქმების მიღმაა დარჩენილი და რთულია პროფესიული განათლების კურსებზე ჩარიცხვა და მონაწილეობა.
  • შერჩეულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული და შერეული სწავლების შემოღება.
  • მოწყვლადი და სპეციალური სამიზნე ჯგუფებისთვის  (შშმ პირები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები) დისტანციური ან სახლიდან მუშაობის შესაძლებლობის დანერგვა.
  • პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის სამეწარმეო მოდელის შემოღება და ქოუჩინგის სქემის მხარდაჭერა.
  • პარტნიორების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური განათლების დაწესებულებების ჩათვლით,  ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიზნობრივი მომსახურების მიწოდება.
  • სექტორული კოლეჯების დაკავშირების (networking) მოდელების შემოღება და ორ სექტორში პილოტირება
  • პროფესიული განათლების მიმწოდებლებისა და/ან სხვა ცოდნის ცენტრების გარდაქმნა უნარების ადგილობრივ ჰაბებად და რესურსებზე მათი წვდომის გაუმჯობესება.
  • თითოეული სამიზნე რეგიონისთვის გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი მიზნობრივი ღონისძიებების ჩარჩოს შექმნა, რომელიც შემუშავდება ამ რეგიონებში განათლების და დასაქმების მიღმა დარჩენილი და მოწყვლადი ჯგუფების, და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებისა და სიტუაციის ანალიზის საფუძველზე.
  • ექსტრაკურიკულური აქტივობების შემოღება ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებში, კლუბებში, პროექტებში, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში, ახალგაზრდულ ცენტრებში ბენეფიციარების საკვანძო კომპეტენციების, მათ შორის სამეწარმეო კომპეტენციის, განვითარების მიზნით.
  • EntreComp-ის და DigiComp-ის საფუძველზე სამეწარმეო და ციფრული სწავლების, მათ შორის  პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL), შემოღება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების და კურსდამთავრებულების დახმარება ბიზნეს იდეების, სოციალური სამეწარმეო საქმიანობის ჩათვლით, პროტოტიპების შექმნაში.
  • სპეციალური კარიერული განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამის შექმნა და დანერგვა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ახალგაზრდებს, მოწყვლადი და განათლების და დასაქმების მიღმა დარჩენილი ჯგუფები ჩათვლით.
  • სამეწარმეო განათლების შესახებ ციფრული რესურსებით სასწავლო მასალების/ციფრული პლატფორმის  შექმნა.
  • სოციალური მეწარმეობისათვის ახალგაზრდული ფორუმების ორგანიზება და ახალგაზრდული ქსელების/პლატფორმის შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ კავშირების დამყარებას, იდეების გაჩენას და თანხების მოზიდვას.

შედეგები (2021 - 2023)

  • პროფესიული სასწავლებლების ინსტიტუციური გაძლიერება: შვიდმა კოლეჯმა პროექტის სამიზნე რეგიონებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი) მიიღო დახმარება პროგრამებისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის. დახმარების პაკეტი მოიცავდა სამეწარმეო კოლეჯის მოდელის დანერგვას, ტექნიკურ ხელშეწყობას და მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების გადამზადებას. 
  • საჯარო სკოლების ინსტიტუციური გაძლიერება: ათმა საჯარო სკოლამ სამიზნე რეგიონებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მიიღო დახმარება პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვისთვის, რამაც ხელი შეუწყო საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდას იმ რეგიონებში, სადაც პროფესიული კოლეჯები და სასწავლო ცენტრები ჯერ არ ამოქმედებულა. 
  • NEET ახალგაზრდების მხარდაჭერა: უნარების სააგენტომ შეიმუშავა NEET ახალგაზრდებზე გათვლილი სასწავლო პროგრამები ფინანსებისა და ციფრული წიგნიერების მიმართულებით. ამ პროგრამების პილოტირება ორ საჯარო სკოლასა და ორ კოლეჯში განხორციელდა. ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ ხელშეწყობით, NEET ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ არაფორმალური განათლების სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ახალგაზრდული კლუბების საქმიანობაში.
  • ახალი სასწავლო პროგრამები: ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა ტურიზმისა და ველნეს სექტორებისთვის.
  • პროფესიული განათლების ეკოსისტემა და ქსელური მოდელები: სერვისებისა და ჯანმრთელობის სექტორებში განხორციელდა დარგობრივი კოლეჯების ქსელური მოდელის პილოტირება. დარგობრივი უნარების ორგანიზაციებმა მიიღეს ხელშეწყობა მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად. 
  • კარიერის მართვის სერვისები: სკოლის მოსწავლეების, NEET ახალგაზრდებისა და დაუცველი სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა და დაინერგა კარიერული განათლებისა და ორიენტაციის პროგრამა.
  • კარიერის მართვის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის: ინკლუზიური განათლებისა და დასაქმებისა ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა შშმ პირებისთვის განკუთვნილი კარიერის მართვისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რომლის პილოტირება რამდენიმე კოლეჯში განხორცილდა.
  • არაფორმალური განათლება: ახალგაზრდულ ცენტრ „მზიან სახლთან“ პარტნიორობით, სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში დაინერგაკლასგარეშე აქტივობები მეწარმეობის, ხელოვნების, სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური ჩართულობის მიმართულებით.
  • პარტნიორობა: შეიქმნა თანამშრომლობის შესაძლებლობები პროფესიულ კოლეჯებს, სკოლებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის. 
  • ციფრული ხელსაწყოები: EntreComp და DigiComp პლატფორმების წარმატებულმა პილოტირებამ შექმნა სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების გამოყენების, ანუ „გემიფიკაციის“ შესაძლებლობა. უნარების სააგენტომ გააციფრულა ძირითადი სასწავლო რესურსები და სწავლის მართვის სისტემის (LMS) მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა როგორც სტუდენტებისთვის, ისე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი

გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ს ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

Impact

START DATE

September 2020

END DATE

April 2024

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

Mim.of Education and Science

DONORS

EUROPEAN COMMISSION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,388,298

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2020$10,594

2021$121,744

2022$471,834

2023$463,330

2024$29,533

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: