მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის გაუმჯობესება
მიმოხილვა
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, აღდგენისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება.
4,294 ჰექტარზე გაშლილი დაცული ლანდშაფტი მდინარე მაჭახლის ტერიტორიას, ცხრა სოფელსა და სახელმწიფო ტყის ნაწილს მოიცავს. ეს უმნიშვნელოვანესი დაცული ტერიტორია საკვანძო როლს ასრულებს ბუნებრივი საგანძურის დაცვასა და ადგილობრივი თემების მდგრად განვითარებაში.
ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს დაცული ლანდშაფტის მდგრად მართვასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაგეგმარების შესაძლებლობების გაზრდას. ამ მიზნით, ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან, ისე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან. ჩვენი დახმარება მოიცავს მართვისა და საოპერაციო გეგმების შემუშავებას და მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას.
ინიციატივა ეფუძნება ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.
რას ვაკეთებთ
პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი გრძელვადიანი შედეგების მიღწევას:
- მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება შესაბამისი ტექნიკური ცოდნითა და უნარებით.
- ფუნქციური ურბანული და სივრცითი დაგეგმარების სისტემის დანერგვა დაცული ლანდშაფტის ტრადიციული და ისტორიული დასახლებების შესანარჩუნებლად.
შედეგები 2025 წლის აპრილისთვის
- შემუშავდა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადაეცა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმა.
- შემუშავდა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადაეცა დაცული ლანდშაფტის დასახლებებში შენობა-ნაგებობის განვითარების რეკომენდაციები.
- დაცული ლანდშაფტი აღიჭურვა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და პატრულირების ოპტიმიზაციის მოწყობილობებით - ფოტო მახეები, SMART პატრულირების მობილური მოწყობილობები, კომპიუტერები.
- დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციული გუნდი კახეთის დაცულ ტერიტორიებზე გაემგზავრა და მართვის გამოცდილება გაიზიარა.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები
ირაკლი გორაძე
პროექტის მენეჯერი
irakli.goradze@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
პროექტის შესახებ
სტატუსი | დასრულებული |
დაწყების თარიღი | დეკემბერი 2023 |
დასრულების თარიღი | მარტი 2025 |
საქმიანობის სფერო | გარემოს დაცვა & ენერგეტიკა |
პარტნიორები | მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია. ხელვაჩაურის მერია |
დონორი | ჩეხეთის მთავრობა |
ბიუჯეტი | EUR€ 100,000 |