Photo source: Ministry of Education and Science of Georgia

პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში - ფაზა 2

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) ხელს უწყობენ პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვას საქართველოს სოფლის მეურნეობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ჩვენი პარტნიორები ასევე არიან აკადემიური ინსტიტუტები, სასწავლო დაწესებულებები და კერძო სექტორი.

რას ვაკეთებთ

  • მასწავლებლების, კონსულტანტებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. 
  • პროფესიული გადამზადების სფეროში სწავლების სტანდარტების შემოღება და ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა.  
  • ახალი სასწავლო მოდულების მომზადება პროფესიული კოლეჯებისათვის. 
  • ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) განვითარება. 
  • ფერმერთა ადგილობრივი და რეგიონული გაერთიანებების ხელშეწყობა რესურსებისა და ინფორმაციის მოძიების საქმეში.
  • პოლიტიკის შემუშავებისა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირების ხელშეწყობა.
  • თანამშრომლობის პლატფორმის შექმა კერძო და საჯარო სექტორისათვის.
  • საქართველოსა და ევროპის ქვეყნების პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობისა ხელშეწყობა. 

შედეგები

  • ახალი სასწავლო სტანდარტებისა და პროგრამების დანერგვა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის 100 სასწავლო მოდულის შემოღება. 
  • 2,000-ზე მეტი ფერმერის გადამზადება რვა პროფესიულ კოლეჯში.
  • 10,000-ზე მეტი ფერმერისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა 16 სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრში.
  • თანამშრომლობის გაღრმავება კერძო და საჯარო ინსტიტუტებს შორის.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

თარხნიშვილის ქ. 3
თბილისი 0179 საქართველო
+995 32 2250106

საკონტაქტო პირები

ელენე ცხაკაია
პროექტის მენეჯერი
elene.tskhakaia@undp.org

გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

 

Impact

START DATE

September 2018

END DATE

December 2023

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

Mim.of Education and Science

DONORS

SWISS AGY FOR DEVELOPMENT & COOPERATION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$7,872,015

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2018$185,266

2019$1,311,352

2020$1,679,683

2021$2,054,713

2022$2,126,993

2023$0

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: