მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის გაუმჯობესება

მიმოხილვა 

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, აღდგენისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა. 4,294 ჰექტარზე გაშლილი ნაკრძალი მოიცავს მდინარე მაჭახელის ტერიტორიას, 9 სოფელსა და  სახელმწიფო ტყის ნაწილს და საკვანძო როლს ასრულებს ბუნების დაცვასა და ადგილობრივი თემების მდგრად განვითარებაში.

ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა მუშაობს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელობასთან, რათა გააძლიეროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაგეგმარების შესაძლებლობები და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება. თანამშრომლობა მოიცავს მართვისა და საოპერაციო გეგმების შემუშავებას და საჭირო უნარების გამომუშავებას ამ გეგმების ეფექტური განხორციელებისთვის.

ინიციატივა ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „აჭარის დაცული ტერიტორიების მართვის გასაუმჯობესება“ შედეგებს და ჩეხეთისა და  გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნებისთვის 2019-2021 წლებში.

რას ვაკეთებთ

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი გრძელვადიანი შედეგების მიღწევას:

  • მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება შესაბამისი ტექნიკური ცოდნითა და უნარებით. 
  • ფუნქციური ურბანული და სივრცითი დაგეგმარების სისტემის დანერგვა დაცული ლანდშაფტის ტრადიციული და ისტორიული დასახლებების შესანარჩუნებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები

ირაკლი გორაძე
პროექტის მენეჯერი 
irakli.goradze@undp.org   

ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

 

პროექტის შესახებ

სტატუსიმიმდინარე
დაწყების თარიღიდეკემბერი 2023
დასრულების თარიღიმარტი 2025
საქმიანობის სფეროგარემოს დაცვა & ენერგეტიკა
პარტნიორებიმაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია. ხელვაჩაურის მერია
დონორიჩეხეთის მთავრობა
ბიუჯეტიEUR€ 100,000