ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე: სახელმძღვანელო დოკუმენტები

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე: სახელმძღვანელო დოკუმენტები

18 December 2024

წინამდებარე პუბლიკაციების მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ჩარჩოს შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. ანგარიშები მოიცავს მიმდინარე პრაქტიკისა და გამოწვევების მიმოხილვას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთეულის (BMU) საქმიანობის მოდელების შემუშავებას. ნაკრებში წარმოდგენილია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა 2020–2029 წლებისთვის.

ნაკრები ასევე მოიცავს ტყის ეკოლოგიური მონიტორინგის საველე სახელმძღვანელოს და კოლხური ტყეების მონიტორინგის პროტოკოლებს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის შეფასების ხუთი პრიორიტეტული ინდიკატორისათვის: კოლხური ფოთლოვანი და შერეული ტყეების მდგომარეობა, წაბლის მდგომარეობა და წაბლის კიბოს შემთხვევები, კავკასიური სალამანდრას გავრცელება, კანონდარღვევის აღრიცხვა, და პატრულირების შესაძლებლობა და ინტენსივობა.

ანგარიშები მომზადებულია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას.