საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება
საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება
19 December 2024
წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური ლანდშაფტისა და არსებული ხარვეზების მიმოხილვას და დაფინანსების გზებს.
დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსურ საჭიროებათა შეფასება მოიცავს საქართველოს რვა სამიზნე დაცული ტერიტორიის მიმდინარე ხელმისაწვდომი დაფინანსების ჩაღრმავებულ შეფასებებს, ასევე, მათი საბაზისო და ოპტიმალური მართვისთვის საჭირო ფინანსური საჭიროებების გაანგარიშებას. ხოლო ფინანსური შესაძლებლობების ანალიზი განიხილავს არატურისტული შემოსავლის შექმნის შესაძლებლობებს, და განსაზღვრავს არსებული და ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ვარიანტებს.
ნაკრებში ასევე წარმოდგენილია კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასების ანგარიში და თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის და ყაზბეგის დაცული ტერიტორიების კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმები.
ანგარიშების ნაკრები ასევე მოიცავს ლაგოდეხისა და მტირალას ეროვნულ პარკებში შესვლის გადასახადის დანერგვის დეტალურ კონცეფციებს, სამოქმედო გეგმებსა და ტექნიკურ შეფასებებს, და მაჭახელას, კინტრიშისა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე შესვლის გადასახადის დანერგვის სამოქმედო გეგმებს.
პუბლიკაციების ნაკრებში წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების სოციალური და ეკოლოგიური ეფექტურობის შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები, და დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვისთვის საჭირო უნარების განვითარების ეროვნული პროგრამა და სამოქმედო გეგმა.
ანგარიშები მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას.