ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყეს
არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყო
5 July 2021
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 5 ივლისიდან, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი დაიწყო. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩვენების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).
მედიამონიტორინგს ახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.
მედიამონიტორინგი მოიცავს 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას, რომელთა შორისაა:
- 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული)
- 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული)
- 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული)
- 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული)
მედიამონიტორინგის ანგარიშებში შევა არჩვენების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებლები და თვისებრივი ანალიზი.
მონიტორინგი ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.
გარდა ამისა, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებელი დამატებითი ანგარიში გაარკვევს, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენას არჩევნების პროცესზე.
მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: mediamonitor.ge/
დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:
ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამაში:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში:
- ტელევიზიები - ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 597 001033, nanabigana@gmail.com
- ონლაინ მედია - გიორგი ჯოლოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 025140, gjologua@cu.edu.ge
- ბეჭდური მედია - ეკა ბერიძე, Internews საქართველო, +995 557 363056, eka@internews.ge
- უცხოური გავლენა არჩევნებზე - მარიამ კობალაძე, CRRC-საქართველო, 599 407403, mariam.kobaladze@crrccenters.org
მედიამონიტორინგის პერიოდი:
2021 წლის ივლისი - 2022 წლის მარტი
მედიამონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ტელევიზია, ონლაინ მედია და სოციალური ქსელი
- ინტერნიუს საქართველო – ბეჭდური მედია და რადიო
- CRRC-საქართველო – უცხოური გავლენა არჩევნებზე
ეროვნული მედია-საშუალებები:
ტელევიზია | რადიო | ბეჭდური მედია | ონლაინ მედია |
|
|
|
|
რეგიონული მედია-საშუალებები:
ტელევიზია | რადიო | ბეჭდური მედია | ონლაინ მედია |
|
|
|
|