ENPARD-4: სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
მიმოხილვა
პროექტი ENPARD-4 ხორციელდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ქმნის შესაბამის გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ.
პროექტი მეოთხე ფაზა ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაბალანსებულ და ინკლუზიურ მრავალსექტორულ განვითარებას და სოფლად ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნის ხელშეწყობას.
სამწლიან პროექტის (2023-2025) ძირითადი დონორია ევროკავშირი (US$2,398,720.69 / EUR2,250,000.00). პროექტის დაფინანსებაში ასევე წვლილი შეაქვთ ესტონეთს (US$42,643.92 / EUR40,000.00) და გაეროს განვითარების პროგრამას (US$149,786.78 / EUR 140,500.00).
რას ვაკეთებთ
ENPARD-4 ხელს უწყობს სოფლის განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით:
- სოფლის განვითარების მმართველობის სისტემის გაუმჯობესება შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების გზით.
- სოფლად სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის განვითარებაში ქალთა როლის გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის უზრუნველყოფა.
- ტყის რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს დაცვის გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება.
ENPARD-4 ხორციელდება მრავალრიცხოვან პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მათ შორისაა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის განვითარების სააგენტო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
არაყიშვილის ქუჩა 3, 1-ელი შესახვევი
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
გიორგი ნანობაშვილი
გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org
ნოდარ კერესელიძე
ENPARD-4 პროექტის მენეჯერი
nodar.kereselidze@undp.org
ივანე შამუგია
მრჩეველი შესაძლებლობების გაზრდის საკითხებში
ivane.shamugia@undp.org
გიორგი ციმინტია
ეკონომიკური დივერსიფიცირების კოორდინატორი
giorgi.tsimintia@undp.org
ლილე გურეშიძე
პროექტის ასისტენტი
liliana.gureshidze@undp.org
Impact
დამატებითი ინფორმაცია