მმართველობის რეფორმის ფონდი

მიმოხილვა

მმართველობის რეფორმის ფონდი 2003 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელებაში. შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი დახმარება მიზნად ისახავს რეფორმების დაჩქარებას საქართველოს საჯარო სექტორში და საჯარო დაწესებულებების ეფექტურობის ამაღლებას, პოლიტიკის საკითხებზე კონსულტაციების, ტექნიკური დახმარებისა და უნარების განვითარების გზით.   

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს შვედეთის მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორის გაძლიერებას და მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში. პროექტის მიმდინარე ეტაპი 2015 წელს დაიწყო და 2020 წლისათვის დასრულდება.  აქცენტი კეთდება საჯარო ადმინისტრირების ეფექტური სისტემის შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს კანონის უზენაესობის განმტკიცებას, უფრო დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას. 

შედეგები

პოლიტიკის შემუშავება

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მონიტორინგის მექანიზმების შექმნის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ანგარიშგების ხარისხს და გაზრდის სამოქალაქო ჩართულობას ეროვნულ დონეზე.
  • განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NREAP) შემუშავება, განახლებადი და დაბალი ნახშირბადის ენერგიის შესახებ საქართველოს საჯარო სექტორის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ცოდნის   გაღრმავების მიზნით.
  • ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, კანონმდებლობის დაახლოების გზით კარგად ფუნქციონირებადი, ეფექტური და ეფექტიანი სამომხმარებლო პოლიტიკის შემუშავების მიზნით.

შესაძლებლობების გაუმჯობესება

  • საქართველოს მთავრობის დონორთა კოორდინაციის სამმართველოს გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებსა და სამთავრობო უწყებებს შორის გარე დახმარების მართვის გაუმჯობესებისა და ორგანიზაციული სახელმძღვანელო მითითებების, დონორთა კოორდინაციის მეთოდოლოგიის და დონორთა კოორდინაციის მონაცემთა ბაზის შექმნის გზით.
  • საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება მწარმოებლის  გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) კონცეფციის შესახებ, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ ინფორმირებული ქმედებები, ნარჩენების მართვის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.
    საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაუმჯობესება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, რათა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში.
    კოორდინაციისა და მოქმედების ხარისხიანი მექანიზმების უზრუნველყოფა (მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, ოთხი სამუშაო ჯგუფი)  მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ნაციონალიზაციისა და განხორციელების მიზნით.
  • სახელმწიფო უწყებების დახმარება, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ და აღასრულონ ახალი კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, რომელიც საფუძველს ქმნის ელექტრონული ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვისათვის.
  • ურბანული რისკის მართვის გაძლიერება, თბილისში არსებული  მრავალმხრივ კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების რუკის მომზადებისა და ჰიდრავლიკური მოდელირების მიზნით. 

ომსახურების მიწოდება

  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შეზღუდული საკომუნიკაციო შესაძლებლობების მქონე პირთა საგანგებო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

სალომე ოდიშარია
პროექტის მენეჯერი
salome.odisharia@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი 
gigi.bregadze@undp.org

 

Impact

START DATE

January 2011

END DATE

December 2022

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

GOVERNMENT OF IRELAND

GOVERNMENT OF ROMANIA

GOVERNMENT OF TURKIYE

SWEDISH INT'L DEVELOPMENT COOPERATION

THE U.S. COMMITTEE FOR THE UNDP

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$6,496,005

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2012$353,372

2013$87,527

2014$634,660

2015$435,629

2016$357,469

2017$719,012

2018$541,035

2019$917,151

2020$918,542

2021$1,230,129

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია


Active filters: