დაცული ტერიტორიების კატასტროფების რისკის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება დუშეთის მუნიციპალიტეტში
მიმოხილვა
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიები, არაგვის დაცული ლანდშაფტი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, რომლებიც 50,000 ჰექტრამდე ტერირიტორიაზეა გადაშლილი და უნიკალური ბიომვრავალფეროვნებითა და კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა, გახშირებული ტყის ხანძრების საფრთხის წინაშე დგას. ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება დუშეთის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი თემებისა და ტყის ეკოსისტემების მედეგობის გაძლიერებაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ.
რას ვაკეთებთ
დუშეთის მუნიციპალიტეტთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ინიციატივა მიზნად ისახავს არაგვის დაცულ ლანდშაფტსა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში კატასტროფების რისკის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლისა და ტყის ხანძრების პრევენციისა და მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას:
- ტყის ხანძრის მართვის ტრენინგების ჩატარება არაგვის დაცული ლანდშაფტის, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
- ხანძარსაწინააღმდეგო და დამცავი აღჭურვილობის მიწოდება ადგილზე მომუშავე პერსონალისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები
სალომე ლომაძე
პროექტის კოორდინატორი
salome.lomadze@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
პროექტის შესახებ
სტატუსი | მიმდინარე |
დაწყების თარიღი | სექტემბერი 2023 |
დასრულების თარიღი | აგვისტო 2024 |
საქმიანობის სფერო | გარემოს დაცვა & ენერგეტიკა |
პარტნიორები | დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაცული ტერიტორიების სააგენტო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ეროვნული სატყეო სააგენტო |
დონორი | ჩეხეთის მთავრობა |
ბიუჯეტი | EUR€ 100,000 |