a group of people preparing food in a kitchen

ჩვენი საქმიანობა

ეკონომიკური განვითარება

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულება ხელს უწყობს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირებას, სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების აღმოფხვრასა და თანამშრომლობის სივრცის შექმნას მდგრადი, თანასწორი და კლიმატგონივრული ეკონომიკური ზრდისთვის.

ჩვენს პროექტებს წვლილი შეაქვთ ეკონომიკის საკვანძო მიმართულებებში, როგორებიცაა სოფლის განვითარება, ურბანული განვითარება, კერძო-საჯარო პარტნიორობა, ინოვაციები, ციფრული გარდაქმნა, სატრანსპორტო კავშირები, პროფესიული განათლება და მწვანე და სამართლიანი გადასვლა.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გენდერული თანასწორობის, ინკლუზიური ეკონომიკისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებს, რათა სათანადოდ გაითვალისწინოს ქალების, ახალგაზრდების, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების ინტერესები. 

ამ ფუძემდებელ პრინციპებსა და კომპლექსურ მიდგომებზე დაყრდნობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას და მხარს ვუჭერთ საქართველოს პროგრესს მდგრადი განვითარებისა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

11.8%

ცხოვრობს სიღარიბეში

2023

40%

ცხოვრობს სოფლად

2023

16.4%

უმუშევარია

2023

54.4%

ქალები ფორმალურ დასაქმებაში

2023

ვრცლად

საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, UNDP ხელს უწყობს შემდეგი ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას: 

  • ქალაქისა და სოფლის მდგრადი და ინკლუზიური განვითარება.
  • ქალაქების ეკონომიკური და სოციალური აღორძინება გაუმჯობესებული სისტემური დაგეგმვისა და ფინანსური მდგრადობის გზით.
  • პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემური რეფორმა კონკურენტუნარიანი  სამუშაო ძალის შესაქმნელად.
  • მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა კერძო სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, დაუცველი სოციალური ჯგუფებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა და თანასწორი ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველყოფა.
  • ინოვაციები,  ციფრული გარდაქმნა და სატრანსპორტო კავშირები.
  • მწვანე და სამართლიანი გადასვლა, კლიმატგონივრული ეკონომიკური ზრდა და ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობა.

პროექტები