ENPARD-3: საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარება
მიმოხილვა
წინამდებარე პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ნაწილია.
პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების მხარდაჭერა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდა.
ENPARD-ის განხორციელება ხელს უწყობს თვისებრივ ცვლილებებს საქართველოს განვითარებაში, ეხმარება ქვეყანას შეიმუშაოს თანმიმდევრული პოლიტიკა და დანერგოს წარმატებული პრაქტიკა სოფლის განვითარების სფეროში.
რას ვაკეთებთ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის (EU) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პარტნიორია საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერის საქმეში. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. გარდა ამისა, ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას.
ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს მიღებულ სოფლის განვითარების სტრატეგიაში.
ENPARD-ის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მუშაობს საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და ხელს უწყობს სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვას და ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, აქტიურ ჩართვას სოფლის განვითარებაში.
კონკრეტული საპილოტე ინიციატივები ხორციელდება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარება ეყრდნობა მჭიდრო თანამშრომლობას და პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქმიანობა და გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივა „საქართველოს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ENPARD-3-ის ფარგლებში“ ერთმანეთის შემავსებელია.
ENPARD-ის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ასევე განახორციელა შემდეგი ინიციატივები: ENPARD-1: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების ხელშეწყობა და ENPARD-2: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგები
- საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
- სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, დასაქმებისა და სერვისების ზრდა.
- გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
მცხეთის ქ. 14
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ნოდარ კერესელიძე
პროექტის მენეჯერი
nodar.kereselidze@undp.org
ივანე შამუგია
მრჩეველი შესაძლებლობათა განვითარების საკითხებში
ivane.shamugia@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფორმაცია