Photo: UNDP Georgia/Leli Blagonravova

მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF)

მიმოხილვა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სახელმწიფო მმართველობის სისტემის გარდაქმნა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერება და სახელმწიფო შესაძლებლობების განვითარება ხელისუფლების ურყევი ტრაექტორია იყო. ამ მხრივ, კრიტიკულია ფართო სპექტრის რეფორმების უწყვეტი მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, დააკმაყოფილოს მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის ევროპული სტანდარტები და გაზარდოს საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების მიმართ.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის საშუალებით, მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა დააჩქაროს სტრუქტურული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის, ამომრჩევლების ეფექტურად მომსახურების მიზნით მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის სისტემების გაძლიერებით. პროექტი მიმართულია საქართველოს პოლიტიკური და ინსტიტუციური, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის გაძლიერებისკენ, რათა შეიქმნას ეკოსისტემა, სადაც არავინ დარჩება პროცესებს მიღმა.

რას ვაკეთებთ

პროექტის წინა ფაზების გამოცდილებაზე დაყრდნობით, UNDP შვედეთის მთავრობასთან ერთად, მუშაობს სწავლის ხელშეწყობის, გაძლიერების წახალისების, სოციალური კაპიტალის მშენებლობის, ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესაბამისი ჩარჩოს ჩამოყალიბებისთვის. პროექტის ორიენტირებამ სხვადასხვა ინიციატივაზე გრძელვადიანად გააუმჯობესა საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, სოფლის განვითარება, გარემოს დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება.

მმართველობის რეფორმის ფონდის ახალი ეტაპის გავლენა ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების პარტნიორობის ზოგად პრიორიტეტს, რომელიც პირდაპირ ითარგმნება UNDP-ის ქვეყნის პროგრამულ დოკუმენტში და ითვალისწინებს, რომ „2025 წლისთვის, საქართველოში ყველა ისარგებლებს უკეთესი მმართველობით, ღია, სტაბილური და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებით, კანონის უზენაესობით, თანაბრად ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებით, ადამიანის უფლებებით და ქალთა მეტი წარმომადგენლობითა და მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში”. პროექტი უზრუნველყოფს, რომ „ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის ინკლუზიურ სისტემებს უფრო მეტი მოქნილობა და შესაძლებლობები ჰქონდეთ გენდერული საკითხების გათვალისწინების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავების, უთანასწორობის გამოაშკარავებისა და აღმოფხვრის და ყველასათვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების კუთხით”.

ევროკავშირში ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელების მიზნით, მმართველობის რეფორმის ფონდი აგრძელებს უფრო ეფექტური საჯარო მმართველობის სისტემის განვითარებას ადმინისტრაციული შესაძლებლობების მეშვეობით,  შემდეგი კარგად აპრობირებული მექანიზმებით:

  • შესაძლებლობების განვითარების ფონდი (CDF): მიმართულია საჯარო სექტორის უწყებების შესაძლებლობების განვითარების კრიტიკულ და დაუყოვნებელ საჭიროებებზე. პროექტი გააგრძელებს ყურადღების გამახვილებას საშუალო და გრძელვადიანი შედეგების მქონე ინიციატივებზე.
  • მოთხოვნით [საკონსულტაციო] სერვისები (ODS): უზრუნველყოფს მოთხოვნით საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნიკურ ექსპერტიზას, პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებასთან მიმართებაში საჯარო უწყებების შესაძლებლობების განვითარებისთვის.

შედეგები

2015 წლიდან, მმართველობის რეფორმის ფონდმა არაერთ საჯარო დაწესებულებას მოუტანა სარგებელი. პროგრამის ზოგიერთი კონკრეტული შედეგი მოიცავს:

  • საჯარო მმართველობის სისტემების გასაუმჯობესებლად 53 ინიციატივის განხორციელების გზით, მმართველობის რეფორმის ფონდმა, სამინისტროსა და სსიპ-ის დონეზე, პარტნიორობა დაამყარა 25 სამთავრობო დაწესებულებასთან რეფორმის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საჯარო სამსახური, მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდება, ელექტრონული მმართველობა, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვა, ახალგაზრდული პოლიტიკა, სპორტის პოლიტიკა, სამთო სექტორი და შრომის უსაფრთხოება, ჰაერისა და წყლის ხარისხის მართვა, ენერგოეფექტურობა, ტყის მართვა, სივრცითი დაგეგმარება და სამშენებლო სექტორი და სამრეწველო ნარჩენების მართვა.
  • მმართველობის რეფორმის ფონდის ინიციატივები მიზნად ისახავდა ინტერვენციებს პოლიტიკის შემუშავების (55%), საკანონმდებლო აღსრულების (47%), მდგრადი განვოთარების მიზნების ინსტიტუციონალიზაციის (6%), რეგიონული განვითარებისა (39%) და ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულების (41%) სფეროებში. ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მიღწევები ასევე ხელს უწყობს მთავრობას სახელმწიფო მმართველობის რეფორმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
  • გააძლიერა 25 საჯარო დაწესებულების (სამინისტრო და სსიპი) ინსტიტუციური შესაძლებლობები, ინკლუზიური და რეაქტიული გადაწყვეტილებების მიღებისა და პოლიტიკის მიწოდების მიზნით, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების გზით და ქალების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სოფლის ღარიბი მოსახლეობის ჩართულობით საჯარო სერვისების შემუშავებისა და მიწოდების პროცესებში.
  • წაახალისა მოქნილობა და საჯარო სამსახურში შეცვალა განწყობები 10,000-ზე მეტი საჯარო მოხელისთვის უფლებამოსილების მინიჭების გზით, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარების პლატფორმების შექმნით და, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, მენტორობისა და ქოუჩინგის მიდგომების დანერგვით.
  • ადამიანურ შესაძლებლობებში ინვესტიციის გზით, გააუმჯობესა მომსახურების შემუშავებასა და მიწოდებაში მოქალაქეთა ჩართვის პროცესები, მექანიზმები და კულტურა, პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას შორის აცდენის შემცირებისა და საზოგადოების ნდობისა და რწმენის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით.
  • სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და დემოკრატიული და გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროებში მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნის გზით, მიაღწია ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სამართლებრივ აღსრულებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

3, კავსაძის ქუჩა
თბილისი 0179 საქართველოი

საკონტაქტო პირები

სალომე ოდიშარია
პროექტის მენეჯერი
salome.odisharia@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

Impact

START DATE

January 2022

END DATE

December 2024

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO -Government Administration

DONORS

SWEDISH INT'L DEVELOPMENT COOPERATION

TOTAL CONTRIBUTIONS

$3,365,910

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2021$0

2022$995,848

2023$1,013,176

2024$685,049

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: