ENPARD-2: სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
მიმოხილვა
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდას.
მიმდინარე ინიციატივა ეყრდნობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის განვითარებისათვის აუცილებელი ისეთი სფეროების მხარდაჭერას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სურსათის უსაფრთხოება, ფიტო სანიტარია, ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება და მოქალაქეთა ჩართულობა.
რას ვაკეთებთ
ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს, შეიმუშავოს სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, გაიზიაროს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილება და გააძლიეროს სოფლის განვითარების პროცესში ჩართული უწყებები - სამინისტროები, ეროვნული სააგენტოები, ასოციაციები და სასწავლო ცენტრები.
სოფლის ეფექტური განვითარება კომპლექსური სფეროა, რომელიც მოითხოვს სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებას. ამ ერთიან პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი დარგების განვითარება და წარმატება, როგორიცაა განათლება, მეწარმეობა, ინფრასტრუქტურა, ბიო მრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია.
საქართველოში პირველი სოფლის განვითარების სტრატეგია შემუშავდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2015 წელს. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში და ხელს უწყობდნენ აჭარის მთავრობას. აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგია შეიძლება ჩაითვალოს საცდელ მოდელად ეროვნული პოლიტიკის შემოღებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და ვეხმარებით შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
შედეგები
- საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება.
- სახელმწიფო უწყებების გაძლიერება სოფლის განვითარების პოლიტიკის გასატარებლად.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმის მომზადება და მიღება.
- აჭარის სახელმწიფო უწყებების გაძლიერება სოფლის განვითარების პოლიტიკის გასატარებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
მცხეთის ქ. 14
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ივანე შამუგია
მრჩეველი შესაძლებლობების განვითარების საკითხებში
ivane.shamugia@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ს ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფორმაცია