
ჩვენი საქმიანობა
დემოკრატიული მმართველობა
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების - ევროკავშირთან ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიღწევას ემსახურება.
ჩვენი მიზანია სისტემური რეფორმების მხარდაჭერა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, როგორებიცაა ძალაუფლების ბალანსი, დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა, სოციალური თანასწორობა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო ჩართულობა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაო დაცვა.
ჩვენი საქმიანობა ხელს უწყობს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას მმართველობის ყველა დონეზე და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული მმართველობის სისტემის განვითარებას.
ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ვითარების სიღრმისეული ცოდნა გვეხმარება პარტნიორობისა და თანამშრომლობის ქსელის შექმნაში და ხელს უწყობს ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის პრინციპების დანერგვას.
18.4%
ქალები პარლამენტში
2023
24%
ქალები ადგილობრივ თვითმმართველობაში
2023
3.3%
რეგისტრირებულ შშმ პირთა წილი მთლიან მოსახლეობაში
2015
ვრცლად
საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობით, UNDP მხარს უჭერს დემოკრატიულ ცვლილებებს მმართველობის საკვანძო სფეროებში. ამ მხრივ, ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- პროფესიული და ეფექტიანი საჯარო სექტორის განვითარება
- საპარლამენტო დემოკრატიის ხელშეწყობა
- გენდერულად მგრძნობიარე და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება
- სოციალური თანასწორობა და მრავალფეროვნების პატივისცემა
- რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა
- დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა
- კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება